იარაღის უკანონო ტარება

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში იმავე დანაშაულისთვის ნასამართლევი 1961 წელს დაბადებული მამუკა რ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები