აქცია პროკურატურასთან

სტუდენტები ნარმანიას მიერ პროკურორის შვილის სწავლის დაფინანსებას აპროტესტებენ

რუსთავი 2

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, რომელთაც ფინანსური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული.

სტუდენტები თბილისის მერის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის სტუდენტი შვილის 5 400 ლარით დაფინანსების ფაქტს აპროტესტებენ.

აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელიაც, რომელმაც დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილი დაფინანსების დოკუმენტი გუშინ გაასაჯაროვა.

კომენტარები