ავიაკატასტროფა

ამერიკაში, პერლ ჰარბორთან, ვერტმფრენი ჩამოვარდა

ამერიკაში ტურისტული სააგენტოს ვერტმფრენი პერლ ჰარბორის მემორიალთან წყალში ჩავარდა. ვერტმფრენის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა.

ვერტმფრენი დაშვებას აპირებდა, მაგრამ ხმელეთს ვერ მიაღწია და სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფ ტურისტებს მაშველების მისვლამდე ადგილობრივები დაეხმარნენ.

ხუთივე მგზავრი გადარჩენილია, თუმცა, ყველა მათგანი დაშავებულია და ჰონოლულუს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთ-ერთის, 15 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები