მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის აქციის შემდეგ ერთი პირი ნარკოლოგიურში წაიყვანეს

მოძრაობა "2 ივნისი"

ქუთაისში, პარლამენტთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ ერთი პირი დააკავეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გიორგი ბ. მანქანიდან გადმოსვეს და ქალაქის მეოთხე განყოფილებაში წაიყვანეს, შემდგომ კი ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. ის ახლა სწორედ ნარკოლოგიურში იმყოფება.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რის საფუძველზე დააკავეს გიორგი ბ. შსს-ში გვიპასუხეს, რომ დაკავება აქციას არ უკავშირდება. კითხვებზე, რატომ გადაიყვანეს მაშინ ნარკოლოგიურში და კონკრეტულად რა დააშავა აღნიშნულმა პირმა, უწყებაში გვიპასუხეს, რომ დეტალებს გაარკვევენ.

კომენტარები