მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის აქციის შემდეგ დაკავებული გაათავისუფლეს

მოძრაობა "2 ივნისი"

ქუთაისში, პარლამენტთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ დაკავებული პირი, გიორგი ბ. ნარკოლოგიურიდან აქციის ორგანიზატორების მისვლის შემდეგ გამოუშვეს. სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ ტაბულას კორესპონდენტს უთხრეს, რომ გიორგი ბ-ს დაკავების მიზეზი ოპერატიული ინფორმაცია იყო.

დღეს აქციის "არ დაიჭირო!" დასრულების შემდეგ გიორგი ბ. მანქანიდან გადმოსვეს და ჯერ ქუთაისის მეოთხე განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ კი ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.

რაც შეეხება კანონპროექტს, მას 2 მარტს უყრიან კენჭს.

კომენტარები