უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

Sarah Lee / The Guardian

იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

უმბერტო ეკო განსაკუთრებით ცნობილი რომანით - „ვარდის სახელი“ - გახდა. ის 1989 წელს ფილმადაც გადაიღეს, რომელშიც მთავარი როლი შონ კონერმა შეასრულა.

პრაღის სასაფლაოს, გუშინდელი დღის კუნძულის, ფუკოს ქანქარას, ბაუდოლინოს და დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანის ავტორმა ახალი რომანი - ნომერი ნული - გასულ წელს გამოსცა.

უმბერტო ეკო ბოლონიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ჰუმანიტარული მეცნიერებების უმაღლესი სკოლის თავმჯდომარე იყო.

კომენტარები