მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი დღეიდან ძალაში შედის

0 კომენტარი
ნინო გვენეტაძე ფოტო: ტაბულა

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ძალაში დღეიდან შედის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო მზადაა მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს.

"თბილისის საქალაქო სასამართლო ბულაჩაურზე მზად არის უკვე მოწმეთა მიღებისა და დაკითხვის პროცედურებისთვის. ხვალ კიდევ ერთი მოსამზადებელი ტრენინგი გვაქვს მოსამართლეებისთვის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო კორპუსი მზად არის აწიოს კანონის ახალი მოთხოვნები“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითვალისწინებს, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები