კრიმინალი

ქუთაისში ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქუთაისში ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ორმა ნიღბიანმა პირმა სადგურში მომუშავე პერსონალს ფული გასტაცა. წაღებულია 275 ლარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები