თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ებანოიძე დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ებანოიძე დაინიშნა. გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარეა.

მამუკა ახვლედიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც. ამ პოსტზე მოვალეობის შემსრულებლად ეკა არეშიძე დაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადააყენეს. ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სხდომა კიდევ მიმდინარეობს.

"დეტალურ განცხადებას სხდომის შემდეგ გავავრცელებთ", - აღნიშნა მარიამ ხოფერიამ ტაბულასთან საუბარში.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით გადაყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას პასუხის გაცემის საშუალებაც არ მისცა. ახვლედიანის თქმით, ის სამედიცინო ბიულეტენზე იმყოფება და დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრო.

კომენტარები