თბილისის საქალაქო სასამართლო

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი თავმჯდომარეობიდან მოხსნის შესახებ სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. ახვლედიანი თვლის, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ბრძანება, რომელსაც მას ედავებიან, ერთი წლის წინ იყო გაცემული, რის შესახებაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მაშინვე ეცნობა.

"ამას გავასაჩივრებ, რადგან თუკი სამომავლოდ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, მათ არ ჰქონდეთ საბჭოს შიში. მივმართავ ყველა ინსტანციას, სადაც საჭიროა და დავამტკიცებ, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება", - თქვა ახვლედიანმა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გუშინ გაათავისუფლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები