გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას 50 000-ლარიანი გირაო მოეხსნა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო მოეხსნა. ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა უგულავას ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების მხარე ბინის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას ითხოვდა.

პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან. თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას საქმეზე პროცესი 1 მარტს განახლდება.

კომენტარები