საქართველოს საპატრიარქო

მთავრობამ საპატრიარქოს წალკაში ორი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მართლმადიდებელ ეკლესიას წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერთაში 100 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.

გარდა ამისა, მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერთაში (ოლიანგი) მდებარე 56 517 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება", - ნათქვამია პრემიერმინისტრის ხელმოწერილ განკარგულებაში, რომელიც 2016 წლის 11 თებერვლით თარიღდება.

კომენტარები