ტყიბულის მაღარო

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები მე-10 დღეა, ხელფასების გაზრდას ითხოვენ

სოფო აფციაური / liberali.ge

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები მეათე დღეა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. დღეს შახტაში დასაქმებულებმა გამგეობასთან აქცია გამართეს, მოგვიანებით კი, „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციის ეზოში გადაინაცვლეს. მათი მთავარი მოთხოვნა „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ხელმძღვანელებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო.

„საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე დაცემულია ქვანახშირის ფასი და დარწმუნებით ვერ იტყვიან, შეძლებენ თუ არა ხელფასების 40%-ით ერთიანად გაზრდას.

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი.

კომენტარები