იარაღის უკანონო ტარება

იარაღის უკანონო ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული დავით მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დავით მ-ს პირადი ჩხრეკისას, "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისათვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები