ნარკოპოლიტიკა

ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანის გამოყენება დააკანონეს

Shutterstock

ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დაშვებული ხდება სამედიცინო მარიხუანის მოხმარება იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ან ტკივილები აწუხებთ.

ცვლილებები კანონში ნარკოტიკების შესახებ ეხება ლეგალურად მოყვანილ მარიხუანას, რომელსაც ავსტრალიაში სამედიცინო პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენებენ.

ქვეყანაში რეკრეაციული მარიხუანის კულტივაცია და მოხმარება ჯერჯერობით კვლავ არალეგალური რჩება.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის სუზან ლოუს თქმით, ეს დღე ავსტრალიელი ერისთვის ისტორიულია და გამარჯვების დღეა მათთვის, ვინც ებრძოდა სამედიცინო მარიხუანის ირგვლივ არსებულ სტიგმას, რათა პაციენტები კრიმინალებად არ ჩათვლილიყვნენ.

კომენტარები