შეზღუდვები გზებზე

გუდაური–კობის მონაკვეთზე 14:00–დან 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროებაა.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 25 თებერვლის დღის 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები