მიგრანტთა კრიზისი

საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია

AFP

საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია. BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთმა გადაწყვეტილება მიგრანტთა კრიზისის საკითხზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მწვავე უთანხმოების ფონზე მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთმა ელჩის გაწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ავსტრიამ მიგრანტების საკითხზე ბალკანეთის ქვეყნებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც საბერძნეთი არ მიიწვია. ოფიციალურმა ათენმა ეს ნაბიჯი "არამეგობრულ ქმედებად" შეაფასა და ელჩი "კონსულტაციებისთვის" გაიწვია.

კომენტარები