გაფიცული მეშახტეები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტყიბულში განვითარებულ პროცესებს შევისწავლით

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ტყიბულში განვითარებულ პროცესებს დეტალურად შეისწავლიან. ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი აბაშიშვილი ტყიბულის მაჟორიტარს ელისო ჩაფიძეს ტყიბულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.

"გიორგი აბაშიშვილმა მაღაროელების მოთხოვნებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატისგან მიიღო. გადაწყდა, რომ დღეს ადგილზე ვითარების გასაცნობად პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტყიბულში 14:00-ზე ჩავა და პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ცნობისთვუის, გუშინ ტყიბულში გაფიცული მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა, არავინ დაუკავებიათ. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა, გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.

კომენტარები