ეროვნული უშიშროების საბჭო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა. სხდომის მომხსენებლები იქნებიან - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

სხდომაზე მიწვეულები არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

კომენტარები