სტრასბურგის სასამართლო

PACE-ს შეუძლია, საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატების შეცვლა მოსთხოვოს

assembly.coe.int

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესდების თანახმად, პლენარულ სესიაზე კენჭისყრის ჩატარებამდე, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებს სპეციალური კომიტეტი ამოწმებს და სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე ირჩევენ მოსამართლეს. 

"როდესაც ასამბლეა კანდიდატების სიას მიიღებს, პარლამენტარების სპეციალური კომიტეტი თითოეულ მათგანს გაესაუბრება და გამოიკვლევს მათ ბიოგრაფიას. რეკომენდაციის გაცემამდე, ისინი დარწმუნდებიან, არიან თუ არა კანდიდატები მოსამართლეობისთვის კვალიფიციურები. კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომელი კანდიდატი მიაჩნია ყველაზე ძლიერად. თუ არ მოეწონებათ არცერთი, ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, ახალი კანდიდატები გაუგზავნონ.

318 პარლამენტარისგან შემდგარი ასამბლეა პლენარული სესიის დროს ფარული კენჭისყრით ხმას მისცემს კანდიდატებს სპეციალური კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. პირველ რაუნდში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა არის საჭირო. თუ ასე არ მოხდა, მეორე რაუნდი ჩატარდება და აირჩევენ იმ კანდიდატს, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება", - წერია წესდებაში.

სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ბორის სილევიჩია, კომიტეტის წევრების დაახლოებით მესამედი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია. ამავე კომიტეტში შედის ეკა ბესელია.

საქართველოში სამთავრობო კომისიამ სტრასბურგის მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე შეარჩია. მთავრობა მათგან სამ პირს აირჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. სამთავრობო კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიწუნა.

კომენტარები