აფეთქება ერაყში

ერაყში მომხდარ აფეთქებას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აფეთქება ერაყში
theguardian.com

ერაყის ქალაქ დიალაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ნათესავის დაკრძალვაზე აიფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების სამიზნე ორი ადგილობრივი სამხედრო იყო, რომლებიც დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. 
ცნობისთვის, ერაყში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ ქვეყნის ნაწილი დაიკავა. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წევრების ტერორისტული აქტების ძირითადი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

კომენტარები