მუსლიმებზე თავდასხმა

EMC: ადიგენში ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს

ქრისტიანობა ისლამის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკვე მესამე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა მუსლიმების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას EMC-ის დირექტორი თამთა მიქელაძე სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს. EMC-ის ინფორმაციით, კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. ქრისტიანები სიძულვილის ენას იყენებდნენ მუსლიმების მიმართ და მუქარას და აგრესიას ავლენდნენ.  EMC-ის ცნობით, ადგილზე პოლიცია ადგილზე მოგვიანებით გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დაბა ადიგენის მუსლიმი თემი სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის ნაკვეთის გამოთხოვას ითხოვს, რადგან მათ საკუთარი მიცვალებულის დაკრძალვა 3 კმ. მდებარე სოფელ ზანავში უწევთ. ქრისტიანულ სასაფლაოზე მუსლიმის დაკრძალვა კი რელიგიური წესების დარღვევაა. ამ მოთხოვნაზე პოზიტიური რეკომენდაცია აქვს გაცემული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს.სიტუაციის ესკალაცია ამ ფაქტის გასაჯაროებას მოყვა. ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე რელიგიური დაპირისპირება მოხდა. 

კომენტარები