გაფიცული მეშახტეები

ტყიბულელმა მეშახტეებმა 17 დღიანი გაფიცვა შეწყვიტეს

0 კომენტარი
გაფიცული მეშახტეები ფოტო: newpress.ge

ტყიბულელმა მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. 17 დღიანი გაფიცვის შემდეგ საქნახშირი ჯი-აი-ჯის და გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. შეხვედრას ტყიბულში გაფიცულები, პროფკავშირის, საწარმოს და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. EMC-ის ინფორმაციით, საწარმომ გაფიცულებს დაუყონებლივ 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზა. აპრილში კი 3 %-ით ზრდა.

შეხვედრის პარალელურად, გამგეობის შენობის გარეთ მეშახტეების აქცია ჩატარდა. აქციაზე მეშახტეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

როგორც შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი, ქვანახშირის მოპოვება ტყიბულში ხვალიდან განახლდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები