მიგრანტთა კრიზისი

საფრანგეთში მიგრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა

Reuters

საფრანგეთში, კალეს პორტთან, ე.წ. ჯუნგლებში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პოლიციამ მიგრანტთა ბანაკის ნაწილის დემონტაჟი დაიწყო. ამას მიგრანტების პროტესტი მოჰყვა. არეულობაში 150-ზე მეტი მიგრანტი მონაწილეობდა, რომლებმაც მინიმუმ 12 კარავი გადაწვეს, სამართალდამცავებს კი ქვები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ ბანაკში 1000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მიგრანტთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო. BBC-ის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა მიგრანტების სხვადასხვა რეგიონში გადანაწილებას და მათთვის თავშესაფრის მიცემას აპირებს, თუმცა მიგრანტებს თითის ანაბეჭდების ჩაბარება და საფრანგეთში თავშესაფრის მიღება არ სურთ, რადგან მათი მიზანი დიდ ბრიტანეთში გადასვლაა.

კომენტარები