მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

გირჩი მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას საკონსტიტუციოში ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარების გამო საპატიმრო სასჯელის გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი სარჩელი შედის. ახალი პოლიტიკური ცენტრის სარჩელი შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლს და მოიცავს როგორც გამომშრალ, ასევე ნედლ მარიხუანას, ჰაშიშს და კანაფისგან წარმოებულ ყველა სხვა პროდუქტს.

სარჩელის ავტორები სასამართლოსგან დავის განხილვის დასრულებამდე სადავო მუხლის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

ამასთან, ხვალ პარლამენტი კენჭს უყრის ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ. მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატების განცხადებებით, უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები