ECRI-ის ანგარიში

ECRI: ხელისუფლებამ ქსენოფობიურ მედიას კონტრაქტები უნდა გაუუქმოს

ობიექტივი

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნა. კომისია საქართველოს ხელისუფლებას, მრავალ სხვასთან ერთად, აძლევს რეკომენდაციას ქსენოფობიურ მედია ორგანიზაციებს კონტრაქტები გაუუქმოს.

"ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან აღარ განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში მედიის განვითარების ფონდის მოპოვებული ინფორმაციაა მოტანილი, სადაც ნათქვამია, რომ 2013-14 წლებში "ობიექტივმა" მიიღო, სულ მცირე, 25 000 აშშ დოლარი, ხოლო გაზეთებმა "ალიამ" და "კვირის პალიტრამ" ერთად დაახლოებით 20 000 აშშ დოლარამდე სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით.

კომენტარები