ECRI-ის ანგარიში

ECRI: პარლამენტმა რეგლამენტით უნდა აკრძალოს ქსენოფობიური შეურაცხყოფა

საქართველოს პარლამენტი

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რეგლამენტით აკრძალოს სიძულვილის ენის გამოყენება.

"ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ პარლამენტის რეგლამენტში შეიტანონ დებულება, რომელიც კრძალავს რასისტულ და ჰომო/ტრანსფობიურ შეურაცხყოფას და ითვალისწინებს ზომებს ან/და სანქციებს მისი დარღვევის შემთხვევაში. გარდა ამისა, ECRI რეკომენდაციას უწევს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მყარი პოზიცია დაიკავოს რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის წინააღმდეგ", - ნათქვამია ანგარიშში.

ECRI-ს აცნობეს, რომ ამ დროისთვის პარლამენტი რეგლამენტის გადახედვის პროცესშია, რათა შემოიღოს სანქციები სიძულვილის ენასთან დაკავშირებით.

კომენტარები