ECRI-ის ანგარიში

ECRI ხელისუფლებას: სრულად და დამოუკიდებლად გამოიძიეთ ისლამოფობიის შემთხვევები

0 კომენტარი

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. კომისიის შეფასებით, ჯგუფურ თავდასხმებს რელიგიურ უმცირესობებსა და ლგბტ პირებზე არ მოჰყვება საჭირო რეაგირება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან სამართალდამრღვევთა დასასჯელად და შესაძლო ინციდენტთა პრევენციისათვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ; ნაცვლად ამისა, მხარს უჭერს მედიაციის პროცედურებს, რომლებიც, თავის მხრივ, არასაკმარისია რელიგიურ თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად და ძალადობის შემდგომ გამოვლინებათა ასაცილებლად

"ECRI იძლევა რეკომენდაციას, სრულად და დამოუკიდებლად გამოიძიონ ისლამოფობიის შემთხვევები, განსაკუთრებით კი ჭელას, ქობულეთისა და მოხეს ინციდენტები, სიძულვილით ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, და სამართალდამრღვევთა მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. ECRI-ის დამატებითი რეკომენდაციით, სამომავლოდ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას რელიგიურ და სხვა უმცირესობათა უფლებები ძალადობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან", - ნათქვამია კომისიის ანგარიშში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები