სოციალურად დაუცველები

თელასი: მარტიდან სოციალურად დაუცველებს შეღავათი საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ

კომპანია თელასის ინფორმაციით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია არა თელასის სააბონენტო, არამედ პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ.

"მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ "თელასის" სააბონენტო ანგარიშზე, რაც აისახებოდა კომპანიის ქვითრებში.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება", - ნათქვამია თელასის განცხადებაში.

კომენტარები