ტურიზმი

თებერვალში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა

snow.ge

2016 წელი ტურისტული ნაკადის ზრდით დაიწყო, იანვარში არსებული 4.6%-იანი ზრდის შემდეგ თებერვალში ტურისტული ნაკადი 19%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში საქართველოს საზღვარი სულ 360 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. საქართველოში 24 საათზე მეტი კი 120 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა. 

ქვეყნების მიხედვით კი თებერვალში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 113 ათასი ვიზიტორი
  2. თურქეთი - 91 ათასი ვიზიტორი
  3. სომხეთი - 75 ათასი ვიზიტორი
  4. რუსეთი - 43 ათასი ვიზიტორი

თებერვლის თვეში ტურიზმი გასული წლების მანძილზე საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, გასული წლის თებერვალში კი ზრდის ტენდენცია 3%-იანმა კლებამ შეცვალა. 2016 წელს კი ისევ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. 


ფოტო: შსს

კომენტარები