სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ქრთამის აღების ბრალდებით საავიაციო უშიშროების თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და შსს-ს გენერალური ინსპექციის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5 000 ლარი მოსთხოვა.

ბრალდებულმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა დროსაც დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები