მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

თორნიკე ბარათაშვილი

პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული გოგა ხაჩიძის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. 47 მომხრე, 21 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

ხოლო თანმდევ კანონპროექტს, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, 36 მომხრე ჰყავდა და 17 - წინააღმდეგი. კანონპროექტის მიღებას მხოლოდ სამი ხმა დააკლდა.

მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირეს - გიორგი ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მურმან დუმბაძემ, პავლე კუბლაშვილმა, მარიკა ვერულაშვილმა, ანზორ ბოლქვაძემ, გურამ მისაბიშვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა, გიორგი ღვინიაშვილმა, გედევან ფოფხაძემ, გიორგი ქავთარაძემ, ნანა ყეინიშვილმა, დარეჯან ჩხეტიანმა, ფატი ხალვაშმა, ომარ ნიშნიანიძემ, თამაზ მეჭიაურმა, გუგული მაღრაძემ, ეკა ბესელიამ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ნოდარ ებანოიძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, თამარ კორძაიამ, თეიმურაზ ნერგაძემ, მალხაზ წერეთელმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, კობა სუბელიანმა, დავით ბაქრაძემ, გიორგი ბარამიძემ, თინათინ ბოკუჩავამ, გიორგი გაბაშვილმა, დავით დარჩიაშვილმა, სერგო რატიანმა, გიორგი კანდელაკმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, ლევან თარხნიშვილმა, გივი თარგამაძემ, მიხეილ მაჭავარიანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, გიგი წერეთელმა, ტარიელ ლონდარიძემ, ენზელ მკოიანმა, გოდერძი ბუკიამ, გიორგი გოზალიშვილმა, გიორგი ხეჩინაშვილმა და მალხაზ ვახტანგიშვილმა.

კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ - ალექსანდრე ქანთარია, თემურ ჭკუასელი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, რუსლან პოღოსიანი, ზაზა პაპუაშვილი, ალი მამედოვი, ელდარ კურტანიძე, გოგლა ჟვანია, გია ჟორჟოლიანი, ივანე კიღურაძე, გიორგი ვოლსკი, ვლადიმერ აჩბა, მანანა კობახიძე, გიგა ბუკია, ბიძინა გუჯაბიძე, მერაბ კაჭახიძე, პაატა კვიჟინაძე, ზვიად ძიძიგური, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე.

პარლამენტის დანარჩენ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლის გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა დასჯილიყო. კანონპროექტის თანახმად, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმებულიყო, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.

მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებას მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა კომიტეტებმა, ჯანდაცვის კომიტეტმა კი მხარდაჭერაზე უარი თქვა. მხარდამჭერი კომიტეტების წევრთა მოსაზრებით, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი უნდა გაუქმდეს. მათივე აზრით, სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. 

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა მარიხუანის მოხმარების გამო საპატიმრო სასჯელის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოშიც მოითხოვა. სარჩელი შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლს და მოიცავს როგორც გამომშრალ, ასევე ნედლ მარიხუანას, ჰაშიშს და კანაფისგან წარმოებულ ყველა სხვა პროდუქტს. ამასთან, სარჩელის ავტორები სასამართლოსგან დავის განხილვის დასრულებამდე სადავო მუხლის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

კომენტარები