მილსადენი

2015 წელს ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენით 262 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა

შაჰ - დენიზის მილსადენი
bp.com

2015 წელს საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მსოფლიო ბაზარს 262 მილიონი ბარელი კასპიური ნავთობი მიეწოდა. გატარებული ნავთობის მოცულობა 2014 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი. ბაქო-სუფსის მილსადენითი კი 2015 წელს 31.4 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა, რაც 2014 წელს გადაზიდული ნავთობის ტოლია. 

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტატისტიკის მიხედვით, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენმა მაქსიმალური მოცულობის - 286 მილიონი ბარელი ნავთობი 2009 წელს გაატარა. ბაქო-სუფსის მილსადენის მიერ გატარებული ნავთობის მოცულობა კი 2009 წლიდან უცვლელია. 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უმსხვილესი აქციონერი ბრიტანული BP-ია, მას მილსადენის 30%-ეკუთვნის, აზერბაიჯანული მხარე კი 25%-ს ფლობს. მილსადენის მეწილეები ასევე არიან Chevron 9%, Statoil 8.7%, Total 5%, Eni 5% და სხვები. 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პარალელურად შაჰ-დენიზის გაზსადენი გადის, ამ მილსადენის დატვირთვა დღეისთვის წელიწადში 6 მილიარდი მეტრ კუბია. არსებული მილსადენის გვერდით ახალი მილსადენის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წლისთვის უნდა შევიდეს. 

კომენტარები