იუსტიციის უმაღლესი საბჭო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა. მჭედლიშვილმა დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძის კანდიდატურა დაასახელა. ამ წუთებში, საბჭოს წევრები სწორედ იმაზე კამათობენ, უნდა ეყაროს თუ არა კენჭი ებანოიძის კანდიდატურას.

სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანოზაციები. ისინი ითხოვენ, დროებით შეწყდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი, რადგან მათ ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გამო საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ამას გარდა, დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ახვლედიანი ითხოვდა, სასამართლოს გამოეცა დროებითი განჩინება, რითაც დაევალებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეეკავებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნისგან. სასამართლომ ახვლედიანის შუამდგომლობას "უსაფუძვლო" უწოდა.

კომენტარები