NASA

NASA-მ პლუტონზე, სავარაუდოდ, თოვლით დაფარული მთები აღმოაჩინა

NASA

NASA-ს მეცნიერებმა პლუტონის ზედაპირის ფოტოების შესწავლის შემდეგ, პლუტონზე, სავარაუდოდ, თოვლით დაფარული მთები აღმოაჩინეს.

NASA-ს ინფორმაციით, ფოტოებზე აღბეჭდილი თეთრი მასა მეთანის თოვლია და მისი კონდენსირება ყინულის ფორმით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ NASA-მ განაცხადა, რომ პლუტონზე არსებობს წითელი წყალი - ყინულის სახით, მისი ცა კი, ლურჯია.

ცნობისთვის, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons თითქმის 484 მილიონი კილომეტრის გავლისა და 9-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, პლუტონს 2015 წლის 14 ივლისს მიაღწია.

კომენტარები