რუსეთი ოკუპანტია

ტაქსის მძღოლი წარწერის - რუსეთი ოკუპანტია - გამო გაათავისუფლეს

Tedo Meskhi/Fb.com

მოქალაქის ცნობით, ქუთაისში ტაქსის მძღოლი ჯემალ ცინარიძე სამსახურიდან წარწერის -"რუსეთი ოკუპანტია, ხალხო, გამოფხიზლდით" გამო გაათავისუფლეს. ცინარიძემ მომხდარის შესახებ დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ისაუბრა.

"8 თვეა, კომპანია მაქსიმში ვმუშაობ. მეგონა, რომ კომპანია უკრაინელებს ეკუთვნოდა. ახლახანს გავიგე, რომ კომპანიას რუსები მართავენ. დამკვეთებმა სარეკლამო ბანერის გაკვრა მთხოვეს მანქანაზე, რაზეც უარი განვაცხადე. ამის გამო შეკვეთებს იშვიათად მაძლევდნენ. დისკრიმინაციულად იქცეოდნენ ჩემ მიმართ. შემდეგ განმიცხადეს, რომ ან წარწერას ჩამოვხსნიდი, ან სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ. რა თქმა უნდა, წარწერა არ მომიხსნია, რის გამოც სამსახურიდან გამომიშვეს", - ამბობს ცინარიძე.

მოქალაქის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი იცავს. 

კომენტარები