მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

"გირჩმა" მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარტიის წევრი იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება.

"გასაჩივრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16-17-18 მუხლებთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ადამიანების დაჭერა და არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა. საუბარია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არ ეხება შენახვას, იმიტომ, რომ ჩვენი კონკრეტული ქეისი არ გვაძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება და ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მარიხუანის მოხმარების გამო არა მხოლოდ არ დაიჭერენ, არამედ არ მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დარჩება ადმინისტრაციული სამართლის სფეროში", - თქვა ხვიჩიამ.

კომენტარები