რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

რუსეთში "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის" მამაკაცს პატიმრობა ემუქრება

Getty Images

რუსეთის მოქალაქე ვიქტორ კრასნოვს, სოციალურ მედიაში კამათისას ღმერთის არსებობის უარყოფისთვის, 1 წლით პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატისა და ადამიანთა უფლებების დამცველის პაველ ჩიკოვის თქმით, კრასნოვის Vk.com-ზე დაწერილი პოსტები - "ღმერთი არ არსებობს" და "ბიბლია ებრაული ზღაპრების კოლექციაა", ჯერ წაშალეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

კრასნოვის დაწერილი პოსტები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მორწმუნეთა გრძნობებზე თავდასხმად შეაფასა.

რელიგიურ გრძნობებზე თავდასხმის კრიმინალიზება რუსეთმა Pussy Riot-ის საქმის შემდეგ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 21 თებერვალს Pussy Riot-ის წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკლოცვის - "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!" - გამო გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს. ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა პუტინის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად, 2013 წლის 23 დეკემბერს გაათავისუფლეს.

კომენტარები