ტრანსპორტი

10 მარტიდან ქუთაისის აეროპორტიდან მესტიაში ახალი ავიარეისები შესრულდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი
facebook.com/AirportsGeorgia

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს - 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით. ბილეთის ფასი 50 ლარი იქნება. 

ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო. 

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ბავშვებისთვის კი 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა.

რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია "Vanilla Sky”-ში.

კომენტარები