საქართველო-აზერბაიჯანი

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-7 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრაზე მოლაპარაკებების მთავარი საგნის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს იფნრომაციით, ჯანელიძე აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასი ზადესა და მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქთაი ასადოვს შეხვდება.

კომენტარები