მიგრანტთა კრიზისი

ევროკავშირი ბალკანეთის საემიგრაციო მარშრუტს ხურავს

AP

ევროკავშირისა და თურქეთის სამიტზე, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, ევროკავშირის ლიდერები ბალკანეთის საემიგრაციო მარშრუტის დახურვის შესახებ გამოაცხადებენ.

მარშრუტის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩებმა გუშინ მიიღეს.

Politico-ს ცნობით, ბალკანეთის საემიგრაციო მარშრუტის დახურვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მიგრანტთა ტალღას, რომლებიც კვეთდნენ ევროკავშირის საზღვრებს მინიმალური კონტროლის პირობებში. გამოცემის მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება თურქეთს აიძულებს, უკან მიიღოს ეკონომიკური მიგრანტები.

გასულ წელს მილიონ ადამიანზე მეტმა ნავებით არალეგალურად გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი, მათი უმეტესობა კი თურქეთის გავლით საბერძნეთში გადასული მიგრანტები არიან.

კომენტარები