ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მისი ადვოკატის თქმით, "მექვაბიშვილი პეტრიაშვილს არ იცნობდა, შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით. იყო პატარა უთანხმოება".

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები