დავა მაესტროს გარშემო

გადაბაძე: იმედიდან მაესტროს თანამშრომლებს გაჩეჩილაძესთან შეხვედრას სთავაზობენ

ბაია გადაბაძე
media.ge

მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის დირექტორი გიორგი ბახტაძე მაესტროს თანამშრომლებს უკავშირდება და ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრას სთავაზობს.

"გიორგი ბახტაძე, იმედის დირექტორი, ურეკავს რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მყოფ ადამიანს და სთავაზობს ლევანთან შეხვედრის ორგანიზებას. როგორც ჩანს, რადგან ჩვენ ვერ გავუწიეთ ორგანიზება, ინიციატივა თავის თავზე აიღო გიორგი ბახტაძემ და ეჭვი მეპარება, რომ ეს არის კეთილშობილური ჟესტი. მაქსიმალურად კულტურულად რომ შევაფასო, ძალიან არაკოლეგიალურია, არაპროფესიონალურია და ძალიან უგუნური ნაბიჯია, იმიტომ, რომ შეიძლება რაღაცების გაკეთება ისე, რომ ასე ბოლომდე არ გამოიაშკარავო თავი. ვერ გეტყვით, რა სტატუსით აკეთებს ამას", - თქვა გადაბაძემ.

კომენტარები