ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

შსს: ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის მანქანა ნივთმტკიცებად ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულის, ლევან მექვაბიშვილის ავტომანქანა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე იპოვეს.

"ბრალდებული მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე, ლევან მ. თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული, „ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზები" - აცხადებს შსს.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები