თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

history.com

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთისძირის, უშაკოვის, თელავის, ახმეტის და გუთნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების და მემედ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის შესახვევის, დემეტრე თავდადებულის, მაღალაშვილის, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, იოსებიძის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, ქანთარიას, შარტავას, დები იშხნელების, ბუდაპეშტის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას, არშბას, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ანაგის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხემის შესახვევის, თხინვალის შესახვევის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ზაალ ქიქოძის და ვეძინის წუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის I ჩიხის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები