აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ჰავაის კოკუსში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

აშშ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სამი შტატი, მიჩიგანი, მისისიპი და ჰავაი მოიგო. აიდაჰოს პრაიმერიში კი გამარჯვება ტედ კრუზმა მოიპოვა.

რაც შეეხებათ დემოკრატებს, მათი შიდაპარტიული არჩევნები დღეს 2 შტატში დასრულდა. მიჩიგანში ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა, ხოლო მისისიპიში - ჰილარი კლინტონმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გაირკვევა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატების ვინაობა.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 23 შტატში ჩატარდა, საიდანაც 15 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 6-ში ტედ კრუზმა, 2-ში კი მარკო რუბიომ.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები კი 22 შტატში ჩატარდა. 13 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 9-ში კი ბერნი სანდერსმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები