ვიზალიბერალიზაცია

ავრამოპულოსი უვიზო მომისვლაზე: ვიმედოვნებ, ზაფხულისთვის ყველაფერი მზად იქნება

euractiv.com

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის წევრმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს გადაუგზავნა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც საქართველო შესულია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.

ავრამოპულოსის თქმით, ყველა პროცესი 3-4 თვეში დასრულდება და ის იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის ყველაფერი მზად იქნება.

მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება შეეხებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ. მათ შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში, როგორც ბიზნეს და ტურისტული, ასევე საოჯახო დანიშნულებით უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილებები არ შეეხებათ სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს.

ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომზადდა და მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობისათვის.

კომენტარები