თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

beyroutey.com/

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის, გლდანის, ისნის, კრწანისის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას 1632 აბონენტსაც. კერძოდ, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფელ დიღომის, დიდგორის, ძველი ვეძისისა და თელოვნის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში - 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II,III, IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში - 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის, სოფელ თელეთის, თელეთის, ჟორდანიას, სურგულაძის, ლომინაძის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალავევის რაიონში - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის და ახალდაბის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომენტარები