თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ში დღეს კანცლერის არჩევნები ჩატარდება, სტუდენტები კი, აქციას გამართავენ

0 კომენტარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერის არჩევნები გაიმართება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია წარმოდგენილი - გიორგი გაფრინდაშვილი. მას სტუდენტთა ნაწილი ზეწოლაში ადანაშაულებს. სტუდენტურ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ბრალდების არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. განცხადება გაავრცელა გიორგი გაფრინდაშვილმაც, ის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კანცლერის არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

კანცლერის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავენ სტუდენტები. ისინი უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობას გააპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ თსუ-ის რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში არის ოდეერი და ის ივა კავსაძეა. უნივერისტეტის სტუდენტები ეჭვობენ, რომ ივა კავსაძე კანცლერის არჩევნებზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ლობირებს

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, პაპავას მიერ დასახელებული ივა კავსაძე სუს-ის თანამშრომელი არ არის. სუს-ის მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები