ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრისთვის ქრთამის აღებაზე რეინჯერები დააკავეს

0 კომენტარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხვთისო მიგრიაული და გიორგი აფციაური დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქნის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 1 500 ლარი მოითხოვეს.

საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები